ავტორიზაცია

ერთი ნაბიჯი აბსოლუტურ რეკორდამდე - იტალიამ ვერ მოიგო, მაგრამ ისტორიული შედეგი გაიმეორა

ერთი ნაბიჯი აბსოლუტურ რეკორდამდე - იტალიამ ვერ მოიგო, მაგრამ ისტორიული შედეგი გაიმეორა
თარიღი 03 სექ 2021, 11:52

ევროპის ჩემპიონმა იტალიამ ბულგარეთს ვერ მოუგო (1:1), მაგრამ მსოფლიოს ყველა დროის რეკორდის გამეორება მაინც მოახერხა.

ამ მატჩის შემდეგ იტალიის ეროვნულ ნაკრებს 35 წაუგებელი მატჩი დაუგროვდა, რაც ყველა დროის სანაკრებო რეკორდია.

აქამდე, ანალოგიური შედეგი ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებს ჰქონდათ დაფიქსირებული და ახლა, რეკორდის თანამფლობელი იტალიის ნაკრებიც გახდა.

ბრაზილიამ 35 წაუგებელი მატჩი 1993-1996 წლებში ჩაატარა, ესპანეთმა 2007-2009, იტალია კი 2018 წლიდან დღემდე არ აგებს.

თუ 5 სექტემბერს იტალიელები სტუმრად შვეიცარიასთან არ დამარცხდებიან, ისინი ისტორიაში შევლენ როგორც გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი ზედიზედ ჩატარებული წაუგებელი მატჩი დაუგროვდა და რეკორდის ერთპიროვნული მფლობელებიც გახდებიან.

უშუალოდ იტალიის საუკეთესო შედეგი მანჩინის პერიოდამდე 30 წაუგებელი შეხვედრა იყო, რომელიც გუნდმა 1935-1939 წლებში დააფიქსირა.