ავტორიზაცია

გრილიში: "სიტიში ჩემი კარიერა იდეალურად დაიწყო"

გრილიში: "სიტიში ჩემი კარიერა იდეალურად დაიწყო"
თარიღი 03 სექ 2021, 12:00

ინგლისის ნაკრების და „მან სიტის“ ნახევარმცველმა ჯეკ გრილიშმა, ახალ გუნდში კარიერის დასაწყისი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ „სიტის“ მისი ტრანსფერი 100 მილიონი ფუნტი დაუჯდა და ის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

„მან.სიტიში უკვე მქონდა მატჩები, როცა ვფიქრობდი, რომ თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შემეძლო. ასე მაგალითად კევინ დე ბრუინი აკეთებს ხოლმე. ის თამაშის მსვლელობას ცვლის მხოლოდ იმით, რომ მოედანზე გადის.

„ლესტერთან“ სუპერთასზე ან „ტოტენჰემთან“ პირველ ტურში უკეთ თამაშიც შემეძლო. მაგრამ მთლიანობაში, „სიტიში“ კარიერის სტარტი იდეალური გამომივიდა.

თუ ჩემ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს გადახედავთ, ისინი პიკზე შედარებით ზრდასრულ ასაკში გადიან. აიღეთ იგივე კევინ დე ბრუინი, ის 30 წლისაა. თუმცა კლუბთან ეს-ესაა ახალი კონტრაქტი გააფორმა და კარიერის პიკში იმყოფება. მე კი 25 წლის ვარ და კიდევ ბევრი რამის სწავლა და უფრო მაღალ დონეზე ასვლა შემიძლია.“ - დასძინა გრილიშმა ITV Sport-თან საუბარში.