ავტორიზაცია

ბარსელონამ თავის აღზრდილის გუნდში დაბრუნება შეათანხმა - ზაფხულში ვერ მოესწრო, მაგრამ ინტერესი რჩება

ბარსელონამ თავის აღზრდილის გუნდში დაბრუნება შეათანხმა - ზაფხულში ვერ მოესწრო, მაგრამ ინტერესი რჩება
თარიღი 03 Sep 2021, 14:39

„ბარსელონამ“ და „ლაიპციგის“ ნახევარმცველმა დანი ოლმომ პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტრანსფერის დახურვა ვერ მოასწრო, მაგრამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს. 

თავად კატალონიური გუნდის აღზრდილი „ბარსელონაში“ დაბრუნებით ძალიან დაინტერესებულია.

23 წლის ნახევარმცველმა „ბარსასთან“ 5-წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა, თანაც ამ გუნდში მისი ხელფასი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ის, რასაც ახლა ის „ლაიპციგში“ იღებს. მის კონტრაქტში ინდივიდუალური და გუნდური მიღწევებიც არის გაწერილი.

გასულ სეზონში ოლმომ გერმანიის ჩემპიონატის 32 მატჩში 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. 2015-2020 წლებში ოლმო ზაგრეის „დინამოში“ ასპარეზობდა, ისე კი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია.