ავტორიზაცია

"კეინის სახით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შევინარჩუნეთ", - პარატიჩი

"კეინის სახით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შევინარჩუნეთ", - პარატიჩი
თარიღი 03 სექ 2021, 15:56

"ტოტენჰემის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ თავდამსხმელ ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა.

"კეინი ტოპ ფეხბურთელია. სულმოუთქმელად ველოდები იმის ხილვას, თუ როგორ ათამაშდება ის ძველებურად "ტოტენჰემში". გვსურს, რომ კეინი კლუბში დარჩეს, ეს არის ჩვენი მიზანი.

გამიმართლა და "იუვენტუსში" ბევრი საუკეთესო ფეხბურთელი მინახავს და მინდა კეინისგანაც მივიღო სიამოვნება". "მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია".

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ინგლისელი თავდამსხმელი ძალიან ახლოს იყო "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან, თუმცა გარიგება არ შედგა.