ავტორიზაცია

სად გადავა ჰოლანდი 2022 წელს? - ესპანური პრესის ვერსია

სად გადავა ჰოლანდი 2022 წელს? - ესპანური პრესის ვერსია
თარიღი 03 სექ 2021, 18:29

მადრიდის "რეალის" გენერალური დირექტორი, ხოსე ანხელ სანჩესი სექტემბერში შეხვდება ერლინგ ჰოლანდის აგენტს, მინო რაიოლას მოლაპარაკებების პროცესის გასამართათ.

La Saeta Rubia-ს თუ დავუჯერებთ, მხარეებს შორის ბევრი დეტალი უკვე შეთანხმებულია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "სამეფო კლუბი" ნორვეგიელთან წინასწარ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

აღნიშნული ნაბიჯით "ბლანკოსი" 2022 წლისთვის დაიბევებს დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელს, რომლის გამოსასყიდი თანხა იმ დროისთვის 75 მილიონი იქნება.

შეგახსენებთ, "შავ-ყვითლების" ცხრიანის გადმობირებას ლონდონის "ჩელსი" ცდილობდა უკვე ახლა, თუმცა თავად ფეხბურთელი თავიდანვე "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლისკენ უფრო იხრებოდა.