ავტორიზაცია

მწვრთნელისა და დირექტორის ზარებს აიგნორებს — კუნდე ჩაშლილი ტრანსფერის გამო განრისხებულია

მწვრთნელისა და დირექტორის ზარებს აიგნორებს — კუნდე ჩაშლილი ტრანსფერის გამო განრისხებულია
თარიღი 03 სექ 2021, 22:03

"სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე აღშფოთებული დარჩა იმის გამო, რომ "ჩელსიში" გადასვლა ვერ მოახერხა, წერენ ბრიტანულ და ესპანურ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, "სევილიამ" 22 წლის ფრანგის ლონდონურ კლუბში ტრანსფერი დაბლოკა, რის გამოც ფეხბურთელი განრისხებულია.

როგორც აღინიშნება, ახალგაზრდა უკანახაზელი მთავარი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგისა და სპორტული დირექტორის, რამონ მონჩის ზარებს აიგნორებს.

არადა, "ჩელსიმ" კურტ ზუმა "ვესტ ჰემში" გაყიდა, რათა კუნდეს ტრანსფერისთვის საჭირო თანხა შეეგროვებინა და მისთვის ადგილიც გაეთავისუფლებინა.

კუნდე "სევილიას" ღირსებას 2019 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.