ავტორიზაცია

"ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დავიმატეთ", - პარატიჩი ტოტენჰემის ახალწვეულზე

"ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დავიმატეთ", - პარატიჩი ტოტენჰემის ახალწვეულზე
თარიღი 03 სექ 2021, 22:37

"ტოტენჰემის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ ფრანგული "მეციდან" ნახევარმცველ პაპე სარის დამატებაზე განცხადება გააკეთა.

"ვფიქრობ, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელთან გავაფორმეთ კონტრაქტი. პაპე სარი შესანიშნავი შენაძენია. მომავალზე ვფიქრობთ".

"მთელ ევროპაში საუბრობენ პაპეზე - ბევრი გუნდი ინტერესდებოდა მისით, მაგრამ ის ჩვენთან ითამაშებს", - ციტირებს პარატიჩის სიტყვებს Standard.

შეგახსენებთ, 18 წლის სენეგალელი შუახაზელი "ტოტენჰემს" 27 აგვისტოს შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, ლონდონურმა კლუბმა სარი სეზონის ბოლომდე იჯარით ფრანგულ კლუბში დატოვა.