ავტორიზაცია

"ვფიქრობ, ეს მოხდება", - ვენგერმა ჰოლანდის მომავალი სათამაშო ადგილი იწინასწარმეტყველა

"ვფიქრობ, ეს მოხდება", - ვენგერმა ჰოლანდის მომავალი სათამაშო ადგილი იწინასწარმეტყველა
თარიღი 03 Sep 2021, 22:46

"არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი უახლოეს პერიოდში პრემიერ ლიგის ერთ-ერთ კლუბში გადავა.

"ვფიქრობ, ეს მოხდება. პრემიერ ლიგა ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ძლიერი ლიგაა. ინგლისური ფეხბურთი დომინირებს, რადგან იქ ბევრი ფულია, საუკეთესო ფეხბურთელები კი ყოველთვის ეძებენ საუკეთესო შესაძლებლობას, რათა რაც შეიძლება მეტი გამოიმუშავონ".

"ჰოლანდი მბაპეს შემდეგ მომდევნო მაღალი დონის ბომბარდირი იქნება, ერლინგი ძალიან ნიჭიერია. მისი ამბიციები, გოლის გატანის სურვილი და ბურთისთვის ბრძოლა თავისთავად მეტყველებს. გამარჯვება უნდა, მას აქვს იმის თვისებები, რომ დიდებული ფორვარდი გახდეს", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.com.

2021/22 წლების სეზონში 21 წლის ნორვეგიელმა "დორტმუნდის" მაისურით უკვე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

Transfermarkt-ის ვერსიით, ჰოლანდის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 30 მილიონ ევროს შეადგენს.