ავტორიზაცია

"მითხრეს, რომ ჩემით ტოტენჰემი ინტერესდებოდა, მაგრამ უარი ვთქვი", - ესპანეთის ნაკრების მცველი

"მითხრეს, რომ ჩემით ტოტენჰემი ინტერესდებოდა, მაგრამ უარი ვთქვი", - ესპანეთის ნაკრების მცველი
თარიღი 03 სექ 2021, 23:14

"ვილიარეალის" ცენტრალურმა მცველმა, პაუ ტორესმა განაცხადა, რომ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ტოტენჰემში" გადასვლა იუარა.

"მითხრეს, ჩემით ერთი კლუბი ინტერესდებოდა, რომელიც "ტოტენჰემი" აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვიყავი იმაში, თუ რისი გაკეთება მინდოდა".

"ვილიარეალში" დარჩენა გადავწყვიტე. ეს ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შესანიშნავი სეზონის შემდეგ მშობლიურ კლუბში დავრჩი, დიდი მიზნები გვაქვს. გადაწყვეტილება საკმაოდ სწრაფად მივიღე", - ციტირებს ტორესის სიტყვებს Sky Sports.

2021/22 წლების სეზონში ესპანეთის ეროვნული ნაკრების 24 წლის მცველმა "ყვითელი წყალქვეშა ნავის" მაისურით ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო.

Transfermarkt-ის ვერსიით, პაუ ტორესის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს.