რიკელმე: "თუ პსჟ მესისთან ერთად ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, ამ ტიტულს ვეღარასოდეს დაეუფლება"

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ხუან რომან რიკელმემ "პსჟ"-ს თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
"მესი საუკეთესოა, რადგან ბურთით თამაში უყვარს", - ციტირებს ვეტერანი სამხრეთამერიკელის სიტყვებს ESPN.
"ვფიქრობ, თუ "პარი სენ ჟერმენი" ახლა მესისთან ერთად ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, ამ ტიტულს ვეღარასოდეს დაეუფლება".
"იმ ვარიანტისკენ ვიხრები, რომ მესი "პსჟ"-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, შემდეგ კი კარიერას "ბარსელონაში" დაასრულებს", - დასძინა რიკელმემ.
შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს გასულ ზაფხულს "ბარსელონასთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა, თავისუფალი აგენტი გახდა და "პსჟ"-ს უფასოდ შეუერთდა.