ავტორიზაცია

"ინტერმა ნეხვიდან ამომიყვანა", - ლუკაკუმ ჩელსიში დაბრუნების მიზეზი დაასახელა

"ინტერმა ნეხვიდან ამომიყვანა", - ლუკაკუმ ჩელსიში დაბრუნების მიზეზი დაასახელა
თარიღი 04 Sep 2021, 14:49

ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ გასულ ზაფხულს „ინტერიდან“ „ჩელსიშ“ გადასვლაზე ისაუბრა.

ზაფხულის დასაწყისში ლუკაკუ მუდმივად იმეორებდა, რომ „ნერაძურიში“ ბედნიერია და გუნდის დატოვებაზე არ ფიქრობს. თუმცა, შემდეგ „ჩელსიმ“ მის ტრანსფერს ხელი სერიოზულად მოკიდა და უკვე აგვისტოში, ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდა.

ბელგიურ HLN-სთან საუბარში, ლუკაკუმ აზრის შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა:

„როცა ჩელსიმ მესამე შეთავაზება გააკეთა, მივხვდი რომ სერიოზულად იყვნენ განწყობილი და მე გონებით მილანში ვეღარ ვიყავი.

„ჩელსიმ“ „ინტერს“ 110 მილიონი ევრო და ძაპაკოსტა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. შემდეგ, მე ინძაგის ვუთხარი: „ინტერმა ნეხვიდან ამომიყვანა, მაგრამ „ჩელსის“ გამო მე წასვლა მინდა.“ - ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

საბოლოოდ, კლუბები 115 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ და ლუკაკუ „ინტერიდან“ „ჩელსიში“ დაბრუნდა.