ოფიციალურად: რადამელ ფალკაო ლა ლიგაში დაბრუნდა
35 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ფალკაომ ერთწლიანი კონტრაქტი ლა ლიგის „რაიო ვალეკანოსთან“ გააფორმა.
„კეთილი იყოს შენი ფეხი, რადამელ.“ - წერია რაიოს ოფიციალურ განცხადებაში.
ფალკაოს უკანასკნელი გუნდი „გალათასარაი“ იყო, რომელთანაც მან კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან კლუბი მასზე ახალი ფინანსური სტრატეგიის შედგენის შემდეგ იმედებს აღარ ამყარებდა.
თურქეთში ფალკაო 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობდა, სადაც ის ფრანგული „მონაკოდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ორ წელიწადში ფალკაომ თურქულ გუნდში 43 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 20 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
„რაიო ვალეკანო“ ლა ლიგაში წელს დაბრუნდა და ტურნირი ორი წაგებით დაიწყო - „სევილიასთან“ (0:3) და „სოსიედადთან“ (0:1), მესამე ტურში კი „გრანადა“ (4:0) გაანადგურა.
ფალკაოსთვის ესპანეთის ჩემპიონატი კარგად არის ნაცნობი - „მონაკოში" გადასვლამდე ის მადრიდის „ატლეტიკოში" ასპარეზობდა, რომელთან ერთადაც ევროპა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.