ავტორიზაცია

"გულშემატკივართა უკმაყოფილება მესმის", - არსენალის დირექტორმა გუნდის ახალ ტრანსფერებზე ისაუბრა

"გულშემატკივართა უკმაყოფილება მესმის", - არსენალის დირექტორმა გუნდის ახალ ტრანსფერებზე ისაუბრა
თარიღი 04 სექ 2021, 18:52

„არსენალის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ედუ გასპარმა, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა.

შეგიძლიათ „არსენალის“ მიერ ჩატარებულ სატრანსფერო ფანჯარაზე მესაუბროთ? კლუბმა ბევრი ფული დახარჯა - რეალურად, ინგლისში ყველაზე მეტიც კი. მაგრამ „არსენალის“ გულშემატკივრები მაინც უკმაყოფილოები არიან.

„დიახ, ამის მიზეზები მესმის. პირველ რიგში, მათ ჯერ არ უნახავთ, როგორ თამაშობს ეს ახალი გუნდი ერთად. ეს ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ ასევე მგონია, რომ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ, არ მივაქციოთ ყურადღება მხოლოდ დახარჯულ ფულს. 

ჩვენ ექვსი 23-წლამდე ახალგაზრდა დავიმატეთ, რაც ჩვენი დაგეგმარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წესი ხალხს ერთი კარგი სატრანსფერო ფანჯრის ნახვა სურს, მაგრამ მე უნდა ვთქვა, რომ ახლა გუნდის ამჟამინდელი გაძლიერების გარდა, კარგი საფუძველის ჩაყრაც დავიწყეთ.

თუ გახსოვთ, ერთი წლის წინ ბუკაიო საკას და გაბრიელ მარტინელის ახალი კონტრაქტები გავუფორმეთ და კარგი საფუძველის ჩაყრას დავპირდით. ერთ წელიწადში ჩვენ დავიმატეთ 10 ფეხბურთელი, საიდანაც 7 – 23 წლის ან უფრო პატარაა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში ძირითადი შემადგენლობის შვიდ ფეხბურთელს გავუფორმეთ ახალი კონტრაქტი, საიდანაც, ისევ და ისევ სვიდი - 23 წელზე ნაკლების არის.

რატომ გავაკეთეთ ეს? იმიტომ რომ გვაქვს მიზეზი შევეცადოთ კარგი საფუძველი ჩავდოთ, შემდეგ კი, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებით შემოვიფარგლოთ. 

შემადგენლობა უკეთეს ბალანსს საჭიროებდა. უფრო სწორი მახასიათებლებისა და კარგი პროფილის ფეხბურთელები უნდა დაგვემატებინა, რათა გუნდი უფრო ძლიერი, სოლიდური და სტაბილური გავხადოთ, იმიტომ რომ წინა სეზონში ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ სტაბილურობა იყო.

ახლა კი, მინდა მიკელ არტეტას და მმართველობას გაცილებით უკეთესი შემადგენლობა შევთავაზო.“ - აღნიშნა ედუმ.