ავტორიზაცია

"ბევრი ტყუილი მითხრეს", - ფეკირი 2018 წელს ლივერპულში ჩაშლილ ტრანსფერზე ალაპარაკდა

"ბევრი ტყუილი მითხრეს", - ფეკირი 2018 წელს ლივერპულში ჩაშლილ ტრანსფერზე ალაპარაკდა
თარიღი 04 სექ 2021, 20:39

"ბეტისის" შემტევმა ნახევარმცველმა, ნაბილ ფეკირმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ჩაიშალა მისი ტრანსფერი "ლივერპულში".

"ბნელი დრო იყო. მაშინ ბევრი ტყუილი მითხრეს. ამბობენ, "ლივერპულში" ჩემი ტრანსფერი მუხლთან დაკავშირებული პრობლემის გამო ჩაიშალა, მაგრამ ეს ასე არ არის".

"კლერფონტენის სამედიცინო ცენტრში ვიყავი, ექიმების შემოწმების შემდეგ ცხადი იყო, რომ მუხლთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე გახლდათ".

"ჩემს აგენტთან პრობლემები მქონდა, სწორედ ის არის პასუხისმგებელი გარიგების ჩაშლაზე. რა თქმა უნდა, "ლივერპულში" ვერგადასვლით გავბრაზდი, რადგან დიდებული კლუბია",  ციტირებს ფეკირის სიტყვებს The Times.

28 წლის ფრანგი ფეხბურთელი "ლივერპულში" გადასვლასთან 2018 წლის ზაფხულში იყო ახლოს, როცა "ლიონში" ასპარეზობდა. ეს ტრანსფერი ჩაიშალა, ერთი წლის შემდეგ კი ფეკირი "ბეტისში" გადავიდა.