ავტორიზაცია

უარი ბრიტანეთის მთავრობისგან — რონალდუ უკვე მანჩესტერშია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

უარი ბრიტანეთის მთავრობისგან — რონალდუ უკვე მანჩესტერშია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 04 სექ 2021, 20:50

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გუშინ საღამოს მანჩესტერში ჩავიდა და 5-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ ქვეყნის მთავრობას პორტუგალიელისთვის კარანტინის გაუქმების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

ასე და ამგვარად, 36 წლის სუპერვარსკვლავი "ეშმაკუნების" რიგებში ვარჯიშის დაწყებას კორონავირუსზე უარყოფითი ტესტების ჩაბარებიდან 5 დღის შემდეგ შეძლებს.

რონალდუს "იუვენტუსიდან" "ემიუში" ტრანსფერი 27 აგვისტოს დადასტურდა. მანიკუნიანელთა რიგებში მას 2003 წლიდან 2009 წლამდე პერიოდშიც უთამაშია.

კრიშტიანუს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგა (3-ჯერ), ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული.