ავტორიზაცია

VIDEO: შედეგიანი ფრე — საფრანგეთმა გასვლით მატჩში უკრაინას ვერ მოუგო

VIDEO: შედეგიანი ფრე — საფრანგეთმა გასვლით მატჩში უკრაინას ვერ მოუგო
თარიღი 05 სექ 2021, 00:43

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები უკრაინას ესტუმრა.

აღნიშნული დაპირისპირება შედეგიანი ფრით დასრულდა - 1:1.

შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა - 44-ე წუთზე, "მამლების" კარი მიკოლა შაპარენკომ აიღო.

ფრანგებმა წონასწორობის აღდგენა მეორე ნახევრის სტარტზევე მოახერხეს - 50-ე წუთზე, მასპინძლებს ენტონი მარსიალმა გაუტანა.

ამ მატჩის შემდეგ, საფრანგეთი D ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილს იკავებს, უკრაინა კი 5 ქულით მესამე პოზიციაზეა.

ვიდეომიმოხილვა