ავტორიზაცია

ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია! ხამესი შესაძლოა ევროპის ტოპ-ჩემპიონატების რადარიდან გაქრეს

ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია! ხამესი შესაძლოა ევროპის ტოპ-ჩემპიონატების რადარიდან გაქრეს
თარიღი 05 სექ 2021, 10:15

„ევერტონის“ კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა, კარიერა შესაძლოა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

თურქი ჟურნალისტის იაჯიზ საბუნკუღლუს ინფორმაციით, „ისტანბულ ბაშაკშეჰირმა“ ხამესის ტრანსფერზე „ევერტონს“ უკვე ოფიციალურად მიმართა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც იცით, თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა ამ დრომდე გახსნილია და ამიტომ თუ კლუბები შეთანხმდებიან, ხამესი სტამბოლში სათამაშოდ ახლავე გადაბარგდება.

„ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ხამესს პირადად შეატყობინა, რომ ის მის გეგმებში არ შედის და შეუძლია ახალი გუნდის ძიებას შეუდგეს.

შეგახსენებთ, რომ „ევერტონში“ როდრიგესი გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალიდან“ უფასოდ გადავიდა. 

იქამდე ის „ბაიერნის“, „მონაკოს“, „პორტუს“, „ბანფილდის“ და „ენვიგადოს“ ღირსებას იცავდა, კოლუმბიის ნაკრებში კი მას 2011 წლიდან იძახებენ.