ავტორიზაცია

რაბიო: "უკრაინასთან ფრე კატასტროფა არ არის, მაგრამ შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით"

რაბიო: "უკრაინასთან ფრე კატასტროფა არ არის, მაგრამ შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით"
თარიღი 05 სექ 2021, 10:26

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ, 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე უკრაინასთან ნათამაშები ფრე (1:1) შეაფასა.

„იუვენტუსის“ შუახაზელი თავდაპირველად ნაკრებში გამოძახებული არ იყო, თუმცა ტრავმირებული ნგოლო კანტეს ნაცვლად განაცხადში სწორედ ის ჩაამატეს.

„შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით. მიზანი მდგომარეობდა გამარჯვებაში, განსაკუთრებით ბოსნიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ. 

უკრაინა კვლავაც საკმაოდ ძლიერი მეტოქეა და მასთან ნათამაშები ფრე - კატასტროფა არ არის.

შემდეგ შეხვედრაში ვალდებულები ვართ ფინეთი დავამარცხოთ, ახლა შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი მომენტი შევქმნათ, მეტი გოლიც გავიტანოთ. ამით თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ეს ძალიან რთულია.

შანსები გვქონდა, რომელიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ.“ - ციტირებს რაბიოს სიტყვებს FootMercato.