ავტორიზაცია

ლორისი: "2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ეიფორიამ გადაიარა, საფრანგეთს თავდაჯერება აკლია"

ლორისი: "2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ეიფორიამ გადაიარა, საფრანგეთს თავდაჯერება აკლია"
თარიღი 05 სექ 2021, 13:07

„ტოტენჰემის“ და საფრანგეთის ნაკრების მეკარემ, უგო ლორისმა, გუნდის ბოლოდროინდელ შედეგებზე ისაუბრა.

ევრო 2020-ს მერვედფინალში გამოვარდნის შემდეგ, საფრანგეთმა ორი შეხვედრა გამართა - ორივე 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე. გუნდი ჯერ ბოსნიას დაუზავდა (1:1), შემდეგ კი უკრაინას ვერ მოუგო (1:1).

„აგრესიულობა და მიზანდასახულობა გვაკლდა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ეიფორია დასრულებულია და ახლა თავდაჯერება გვაკლია. დიახ, ფეხბურთელები ვითარდებიან, მაგრამ ყველამ თავისი დონე უნდა გამოავლინოს.

ჩვენ პოზიტიურები უნდა დავრჩეთ და ფინეთთან მატჩში ბრძოლაში პირველივე წუთიდან ჩავებათ.“ - ციტირებს ლორისის სიტყვებს Stadium Astro.

საფრანგეთის ნაკრები 9 ქულით შესარჩევი ეტაპის ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.