ბასილაშვილისთვის ამერიკის ღია პირველობა დასრულდა! რამდენი გამოიმუშავა ქართველმა ჩოგბურთელმა?
ნიკოლოზ ბასილაშვილმა US Open-ზე ასპარეზობა მესამე წრეში დაასრულა.
სამივე შეხვედრაში ქართველ ჩოგბურთელს კორტების მასპინძელ ამერიკელ მოთამაშეებთან მოუწია დაპირისპირება. პირველ მატჩში ბასილაშვილმა კორდა დაამარცხა, მეორეში მე-9 ნომერი კარენიო-ბუსტას დამმარცხებელი ქრისი, მესამე მატჩში კი ნიკას მეტოქე გიგანტი რაიან ოპელკა იყო, რომელიც ამ ტურნირზე 22-ე ნომრადაა განთესილი.
სამწუხაროდ, ბრძოლა ფაქტობრივად არ შედგა. მართალია, პირველივე სეტში ბასილაშვილმა პირველმა დააბრეიკა, თუმცა შემდეგსავე გეიმში დათმო საკუთარი მოწოდება და სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოპელკა უკეთესი აღმოჩნდა.
მეორე სეტის სტარტზე ბასილაშვილმა ისევ ბრეიკით წაიყვანა, თუმცა უპირატესობა ისევ ვერ შეინარჩუნა და შედეგად, 3:6 4:6 დამარცხდა.
ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში გასვლით ბასილაშვილმა 180.000 დოლარი და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.