ავტორიზაცია

ბუსკეტსი: მუნდიალი ყოველ ორ წელიწადში? "მოვა დრო, როცა ფეხბურთელები აფეთქდებიან"

ბუსკეტსი: მუნდიალი ყოველ ორ წელიწადში? "მოვა დრო, როცა ფეხბურთელები აფეთქდებიან"
თარიღი 05 სექ 2021, 15:17

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეაზე ისაუბრა.

„ფეხბურთელები ამ საკითხში ბევრ ვერაფერზე ახდენენ გავლენას. ჩვენ უფრო და უფრო მცირე ყურადღებას გვითმობენ. 

მოვა დრო, როცა ფეხბურთელები ამ დატვითვების გამო აფეთქდებიან, ეს ძალიან რთულია. უნდა დავსხდეთ და ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილოთ. სიტუაცია ყველა თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ და არა უბრალოდ მეტი და მეტი გვინდოდეს.“ - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Marca.

ამა წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში გამართვის იდეაზე აქტიურად მუშაობს.

საუდის არაბეთის ფედერეაცია იტყობინებოდა, რომ ამის დახმარებით მატჩების რაოდენობა შემცირდებოდა, მაგრამ გაიზრდებოდა მათი ფასი და აქტუალურობა. ამ შემოთავაზებას მხარი 166-მა ფედერაციამ დაუჭირა.