ავტორიზაცია

"ჩემთვის განსაკუთრებული იქნება და გოლის გატანა ძალიან მინდა", - ბენზემა მოახლოვებულ შეხვედრაზე

"ჩემთვის განსაკუთრებული იქნება და გოლის გატანა ძალიან მინდა", - ბენზემა მოახლოვებულ შეხვედრაზე
თარიღი 05 სექ 2021, 17:56

საფრანგეთის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კარიმ ბენზემამ, 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე თავისი გუნდის პერსპექტივები შეაფასა.

„საფრანგეთს არ აქვს შიში, რომ შეიძლება მუნდიალზე ვერ გავიდეთ. ცოტა გაზს უნდა დავაჭიროთ, რათა უფრო ვერტიკალურად ვითამაშოთ და მეტოქებს პრობლემები შევუქმნათ.

ფინეთთან მატჩი, რომელიც საფრანგეთში გაიმართება, ჩემთვის განსაკუთრეული იქნება, რადგან ტრიბუნებზე ჩემი მეგობრები და ოჯახიც ისხდებიან. მინდა, ამ მატჩში გოლი გავიტანო.“ - ციტირებს ბენზემას სიტყვებს Eurosport.FR.

ბენზემას დებიუტი საფრანგეთის ნაკრებში 2007 წლის მარტში შედგა და 2015 წლამდე გაგრძელდა, შემდეგ ის ნაკრებიდან 6 წლით იყო მოკვეთილი და ევრო 2020-ს წინ დაბრუნდა.

ამ პერიოდებში ბენზემამ ნაკრებში 88 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 31 გოლი და 19 ასისტი მიითვალა.

5 ჩატარებული მატჩის შემდეგ საფრანგეთი 9 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, მეორეზე ფინეთია 5 ქულით, თუმცა ამ გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.