ავტორიზაცია

VIDEO: 23-თვიანი მშრალი სერია შეწყვეტილია! ბეილმა ჰეთ-ტრიკით უელსის ნაკრებს მოაგებინა

თარიღი 05 სექ 2021, 19:16

2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩში ბელარუსი და უელსი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა - მეექვსე წუთზე გარეტ ბეილმა ანგარიში პენატლის ნიშნულიდან გახსნა, თუმცა ბელარუსებმა 29-ე და 31-ე წუთებზე ორი გოლი შეაგდეს და ტაიმი მოიგეს.

მეორე ნახევარში ბეილმა მეორე პენალტიც ზუსტად შეასრულა და ანგარიში ისევ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი „რეალის“ შემტევმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გაიტანა და თავის ნაკრებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე ბეილს ნაკრებში გოლი ბოლოს 2019 წლის ოქტომბერში ჰქონდა გატანილი, ანუ მან 23-თვიანი მშრალი სერია შეწყვიტა.

უელსი 3 მატჩის შემდეგ 6 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, ბელარუსი კი 4 მატჩითა და 3 ქულით მე-4 ადგილზეა.