ჩიჩარიტო: "ფერგიუსონთან პირველი შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ მზად ვარ მისთვის მოედანზე მოვკვდე"
„მან.იუნაიტედის“ ექს-ფორვარდმა ხავიერ ერნანდესმასერ ალექს ფერგიუსონთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.
ჩიჩარიტო „ემიუში“ მექსიკული „ჩივასიდან“ 2010 წელს გადავიდა და „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში პრემიერ ლიგის ჩემპიონი ორჯერ გახდა.
„სერ ალექს ფერგიუსონმა დამირეკა და ეს ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი საუბარი იყო. მისი შოტლანდიური აქცენტი, ო ღმერთო! მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი ამასთან ადაპტირებული და გაგება გამიჭირდა. ტელეფონს მაქსიმალურად ყურთან ვიდებდი.
ის მანჩესტერიდან მირეკავდა, მე კი გვადალახარაში ვიყავი. მაშინ პირველად დავილაპარაკეთ.
წარმოიდგინეთ ეს საუბარი, იქამდე ჯერ არასდროს ვყოფილვარ სატელეფონო საუბარზე ასე კონცენტრირებული.
ჩვენი პირველი შეხვედრა წარმოუდგენელი იყო. მე ჩამოვედი, მან ვახშამზე ოჯახთან ერთად დამპატიჟა. სასიამოვნო იყო იმის დანახვა, როგორ ეპყრობოდა ის ჩემს ოჯახს. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ მის გამო მოედანზე მოვკვდებოდი, ნამდვილად.
თუ ის ჩემს ოჯახს ასე მიუდგა, მზად ვარ მოედანზე ისეთი ძალით ვიბრძოლო, რომ ყველა მატჩის შემდეგ გულის რევის შეგრძნება მქონდე, ოღონდ ეს გუნდისთვის წარმატებული ყოფილიყოს. ფერგიუსონი - გასაოცარი ადამიანია.“ - ციტირებს ერნანდესის სიტყვებს „ემიუს“ პრესსამსახური.