ავტორიზაცია

VIDEO: ლინგარდის დუბლი და ასისტი — ინგლისმა უემბლიზე ანდორა გაანადგურა

VIDEO: ლინგარდის დუბლი და ასისტი — ინგლისმა უემბლიზე ანდორა გაანადგურა
თარიღი 05 სექ 2021, 22:12

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ინგლისის ნაკრებმა შინაურ კედლებში ანდორას უმასპინძლა.

როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული დაპირისპირება გარეტ საუდგეიტის შეგირდების გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:0.

შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე შემტევმა ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა გახსნა და პირველ ტაიმში მეტი აღარაფერი შეცვლილა.

72-ე წუთზე, ინგლისელთა უპირატესობა ჰარი კეინმა გაზარდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ზუსტად 6 წუთში ლინგარდმა თავისი მეორე გოლიც გაიტანა.

საბოლოო შედეგი 85-ე წუთზე ბუკაიო საკამ დააფიქსირა, შედეგიანი გადაცემა კი საკუთარ აქტივში ლინგარდმა ჩაიწერა.

ამ გამარჯვების შემდეგ, I ჯგუფში ინგლისი 5-დან 5 მოგებითა და 15 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, ანდორა კი 3 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

ვიდეომიმოხილვა