ავტორიზაცია

"ეს სწორი გადაწყვეტილება იყო", - ლოპეტეგიმ განმარტა, თუ რატომ არ გაუშვა სევილიამ კუნდე ჩელსიში

"ეს სწორი გადაწყვეტილება იყო", - ლოპეტეგიმ განმარტა, თუ რატომ არ გაუშვა სევილიამ კუნდე ჩელსიში
თარიღი 05 სექ 2021, 22:31

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ განმარტა, თუ რატომ არ გადავიდა მცველი, ჟიულ კუნდე გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსიში". 

"კუნდე დარჩა, რადგან კლუბმა გადაწყვიტა, რომ ეს სწორი გამოსავალი იყო მიღებული წინადადებების საფუძველზე", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Diario de Sevilla.

"ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ეს შესანიშნავია, რადგან ჟიული კვლავ ჩვენთან ითამაშებს და თავის უმაღლეს დონეს აჩვენებს", - დასძინა ლოპეტეგიმ.

3 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფრანგი უკანახაზელი "სევილიას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა, რომელმაც მისი "ჩელსიში" ტრანსფერი დაბლოკა.

კუნდე ანდალუსიელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.