ავტორიზაცია

არსენალი კონტეს შეუთანხმდა? — იტალიელი სპეციალისტის აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა

არსენალი კონტეს შეუთანხმდა? — იტალიელი სპეციალისტის აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა
თარიღი 06 სექ 2021, 00:10

იტალიელი სპეციალისტის, ანტონიო კონტეს აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ განაცხადა, რომ მისი კლიენტი "არსენალს" კონტრაქტზე არ შეთანხმებია.

"არანაირ სიტყვიერ ან წინასწარ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია", - ციტირებს აგენტის სიტყვებს ჟურნალისტი, ფრედი პაქსტონი.

"მეთოფეებმა" მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშება საშინლად დაიწყეს, პირველ სამ ტურში მათ სამი მარცხი იგემეს.

თავის მხრივ, გასულ სეზონში კონტე "ინტერს" ედგა სათავეში, მილანელებს მან 11-წლიანი პაუზის შემდეგ სერია ა-ს ტიტული მოაგებინა.

შეგახსენებთ, "ნერაძურიმ" და 52 წლის სპეციალისტმა ორმხრივი შეთანხმების შედეგად 26 მაისს კონტრაქტი გაწყვიტეს.

ცნობისთვის, კონტე პრემიერ ლიგაში 2016 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა, სადაც "ჩელსის" ედგა სათავეში და "არისტოკრატებთან" ერთად პრემიერ ლიგა მოიგო.

მოლაპარაკებებიც გაიმართა — არსენალი არტეტას შემცვლელად კონტეს განიხილავს