ავტორიზაცია

VIDEO: გერმანიამ სომხეთს გადაურა, ბელგიამ ჩეხეთი გაანადგურა, შვეიცარიამ და იტალიამ ფრედ ითამაშეს

VIDEO: გერმანიამ სომხეთს გადაურა, ბელგიამ ჩეხეთი გაანადგურა, შვეიცარიამ და იტალიამ ფრედ ითამაშეს
თარიღი 06 სექ 2021, 00:48

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, დღეს რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

ასე და ამგვარად, J ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა სომხეთს უმასპინძლა, E ჯგუფში ბელგიამ შინაურ კედლებში ჩეხეთი მიიღო, C ჯგუფში კი ერთმანეთს შვეიცარია და იტალია დაუპირისპირდნენ.

გერმანია 6-0 სომხეთი

ბელგია 3-0 ჩეხეთი

შვეიცარია 0-0 იტალია

ამ გამარჯვების შემდეგ, გერმანიას 12 ქულა დაუგროვდა და სომხეთს გადაასწრო, რომლის აქტივშიც 10 ქულაა და გალიდერდა. თავის მხრივ, ბელგიამ (13 ქულა) მთავარი კონკურენტი ჩეხეთი (7 ქულა) დაამარცხა და პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. რაც შეეხებათ იტალიასა და შვეიცარიას, "სკუადრა აძურას" აქტივში 11 ქულაა და ერთპიროვნული ლიდერია, შვეიცარიელები კი 7 ქულით მეორე პოზიციაზე არიან.