ავტორიზაცია

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ამ სიტუაციის თავიდან აცილება შეიძლებოდა"

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ამ სიტუაციის თავიდან აცილება შეიძლებოდა"
თარიღი 06 სექ 2021, 01:38

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე არგენტინასთან მატჩში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

"ამ სიტუაციის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. სანიტარული ინსპექციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს ჩარევა გაცილებით ადრე შეეძლოთ".

"ძალიან უსიამოვნო სიტუაციაა. ჩვენი ინფორმაციით, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სამი დღის წინ იყო ცნობილი. მატჩის დაწყების წინ, ოფიციალურმა პირებმა დაგვარწმუნეს, რომ არგენტინელ ფეხბურთელებს მატჩში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ, რის შემდეგაც მათი დეპორტაცია მოხდებოდა. თუმცა, რატომღაც ეს გადაწყვეტილება შეიცვალა", - ციტირებს როდრიგესის სიტყვებს Globo Esporte.

სასტარტო სასტვენიდან 4 წუთში თამაში სტადიონზე ბრაზილიის ჯანმრთელობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს (Anvisa) წარმომადგენლებისა და პოლიციის გამოჩენის გამო შეჩერდა. არგენტინელებმა მოედანი დატოვეს.

სააგენტოს თანამშრომლები ეჭვობენ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელებმა, ემილიანო მარტინესმა, ემილიანო ბუენდიამ (ორივე - "ასტონ ვილა"), ჯოვანი ლო ჩელსომ და კრისტიან რომერომ (ორივე - "ტოტენჰემი") ქვეყნის საზღვარი დარღვევებით გადაკვეთეს.

ბრაზილიაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ყველა ადამიანმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. როგორც Anvisa ამტკიცებს, ზემოთაღნიშნულმა მოთამაშეებმა იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და განუცხადეს, რომ ბოლო პერიოდში ბრიტანეთს არ სტუმრობდნენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, Anvisa-მ პოლიციას სასტუმროში ამ ფეხბურთელების დაკავებისკენ, შემდეგ კი მათი ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდა. თუმცა, სამართალდამცველების გამოჩენისას ოთხივე მათგანი უკვე ავტობუსში ისხდა და სტადიონისკენ მიემართებოდა.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: "ბრაზილიაში მომხდარი სკანდალი ფეხბურთისთვის სავალალოა"