ყველაზე ცუდი კაშია იყო | შეფასებები ესპანეთი - საქართველოს მატჩიდან
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.
აღნიშნულ მატჩში ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს ნაკრებიდან გურამ კაშიამ მიიღო - 5.4, ყველაზე მაღალი კი ცვლილებიდან შემოსულმა ოთარ კაკაბაძემ - 6.7.
საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის სანაკრებო პაუზისას ორივე შეხვედრა წააგო. კოსოვოსთანაც(0-1) და ესპანეთთანაც(0-4).
ვილი სანიოლის ფეხბურთელები შემდეგ მატჩს 8 სექტემბერს ბულგარეთთან, ამხანაგური შეხვედრის სტატუსით გამართავენ.