ავტორიზაცია

დიბალა იუვენტუსს ვერ უთანხმდება - არგენტინელს 1 იანვრიდან სხვა გუნდებთან შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება

დიბალა იუვენტუსს ვერ უთანხმდება - არგენტინელს 1 იანვრიდან სხვა გუნდებთან შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება
თარიღი 06 სექ 2021, 10:39

„იუვენტუსის“ 27 წლის არგენტინელი შემტევი პაულო დიბალა, თავის ამჟამინდელ გუნდს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.

ჟურნალისტი და ინსაიდერი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ „იუვენტუსი“ დიბალას კონრაქტს 2025 წლამდე და ხელფასის სახით წლიურად 8.5 მილიონ ევროდ (+1 მილიონს ბონუსებით) სთავაზობს.

თავის მხრივ, არგენტინელს 2026 წლამდე კონტრაქტი, მოჭრილი ხელფასი 10 მლნ ევრო და  2 მილიონი ევრო ბონუსებით სურს. ამჟამად, მოლაპარაკებები გრძელდება.

აგვისტოს შუა რიცხვებში იწერებოდა, რომ დიბალას აგენტმა „იუვესთან“ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია. 

ამჟამად, დიბალას წლიური ხელფასი „იუვენტუსში“ 7 მილიონ ევროს შეადგენს, მისი კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულში იწურება, ანუ 1 იანვრიდან მას ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკებების წარმოება დამოუკიდებლად შეეძლება.