ავტორიზაცია

ევროპის ჩემპიონმა იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ყველა დროის რეკორდი დაამყარა!

ევროპის ჩემპიონმა იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ყველა დროის რეკორდი დაამყარა!
თარიღი 06 სექ 2021, 11:03

იტალიის ნაკრებმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

რობერტო მანჩინის გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვეიცარიასთან ფრე 0:0 ითამაშა და წაუგებელი სერია 36 მატჩამდე გაზარდა.

არცერთ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ასეთი ხანგრძლივი წაუგებელი სერია ისტორიაში არ ჰქონია.

აქამდე, რეკორდი ბრაზილიასა და ესპანეთს ეკუთვნოდათ, რომლებიც სხვადასხვა დროის მონაკვეთში (ბრაზილია 1993-1996, ესპანეთი 2007-2009) ზედიზედ 35 მატჩის მანძილზე არ აგებდნენ.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, მათი სერია 2018 წლიდან იწყება. უკანასკნელად მანჩინის გუნდი ერთა ლიგაზე პორტუგალიასთან 0:1 დამარცხდა.

იტალიის ნაკრები C ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს 5 მატჩში მოპოვებული 11 ქულით, შვეიცარიელები კი 3 მატჩში აღებული 7 ქულით მეორე ადგილზე არიან.