ოფიციალურად: მარიო გიოტცე ნიდერლანდებში კიდევ უფრო დიდი ხნით დარჩება
გერმანელმა ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ ეინდჰოვენის „პსვ-სთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ნიდერლანდური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს, რომ 29 წლის ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
გიოტცე „პსვ-ში“ 2020 წლის 7 ოქტომბერს გადავიდა და 27-ნომრიანი მაისური მოირგო.
ნიდერლანდურ გუნდს გერმანელი შუახაზელი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში გიოტცემ ერედივიზიის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
„პსვ-მდე“ გიოტცე დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენის „ბაიერნშ“ ასპარეზობდა. 2010-2017 წლებში კი ნახევარმცველს გერმანიის ნაკრებში იძახებდნენ, რომელთან ერთადაც მან 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თანაც ისე, რომ ფინალში გამარჯვების გოლი შეაგდო.