ავტორიზაცია

მანჩინი: "ყველა, ვინც ბალოტელის იცნობს, გულდაწყვეტილია მის გამო"

მანჩინი: "ყველა, ვინც ბალოტელის იცნობს, გულდაწყვეტილია მის გამო"
თარიღი 06 სექ 2021, 11:59

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ აღიარა, რომ მარიო ბალოტელი კარიერის განვითარებით გულდაწყვეტილია.

მანჩინი და ბალოტელი ერთად „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობდნენ და ერთხელ, ვარჯიშზე ჩხუბიც მოუვიდათ.

„ბალოტელისთან ვმუშაობდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. ის შესანიშნავად თამაშობდა. მარიო ტექნიკის თვალსაზრისით მაშინვე დიდებული იყო და ახლაც ასეთად რჩება.

რა თქმა უნდა, ყველა, ვინც მას იცნობს როგორც ფეხბურთელს და ადამიანს, გულდაწყვეტილია მისი ბოლო 5-6 წლის მდგომარეობით. მან ვერ გამოვალინა ის, რაც შეეძლო.

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბალოტელი ჯერ მხოლოდ 31 წლისაა, ანუ ძალები ჯერ კიდევ საკმაოდ აქვს შერჩენილი.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Rai Sport.

მანჩინიმ 2011/12-სეზონში „მანჩესტერ სიტის“ პრემიერ ლიგა მოაგებინა, ბალოტელიც იმ გუნდის წევრი იყო და საჩემპიონო გოლის ასისტიც მიითვალა აგუეროოოოოოოოოოო-ზე.

ვიდეო: 

ამჟამად, ბალოტელი თურქულ „ადამა დემირსპორში" ასპარეზობს.