ავტორიზაცია

კიელინი: "შვეიცარიას ახლა იმაზე უკეთ ვეთამაშეთ, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე"

კიელინი: "შვეიცარიას ახლა იმაზე უკეთ ვეთამაშეთ, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე"
თარიღი 06 სექ 2021, 12:17

იტალიის ნაკრების მცველმა, ჯორჯო კიელინიმ შვეიცარიასთან ფრედ (0:0) დასრულებული თამაში შეაფასა.

„ყველა თვალსაზრისით ძალიან კარგები ვიყავით: ტექნიკა და ზეწოლა უმაღლეს დონეზე გვქონდა. შესაძლოა, შვეიცარიის წინააღმდეგ ახლა იმაზე უკეთაც კი ვითამაშეთ, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე (როცა 3:0 მოიგეს - ავტ).

გოლის გასატანად სულ ცოტა დაგვაკლდა. საკუთარი თამაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიპოვოთ, მაგრამ ეს წინა შეხვედრასთან შედარებით უკვე გაცილებით კარგი იყო. ნელ-ნელა ვუბრუნდებით იმას, რასაც „უემბლიზე“ ვაჩვენებდით. ვფიქრობ, ახლა მხოლოდ წინსვლა იქნება.“ - ციტირებს კიელინის სიტყვებს Rai Sport.

იტალიის ნაკრები C ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს 5 მატჩში მოპოვებული 11 ქულით