ავტორიზაცია

დანი ოლმო ბარსელონაში 2022 წლის ზაფხულში გადავა

დანი ოლმო ბარსელონაში 2022 წლის ზაფხულში გადავა
თარიღი 06 Sep 2021, 13:02

"ლაიფციგის" ნახევარმცველი, დანი ოლმო "ბარსელონაში" 2022 წელს გადავა, იტყობინება ესპანელი ქალი ჟურნალისტი, მარია გარიდო.

23 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდში ტრანსფერის გამო ხელფასის შემცირებას დათანხმდა.

"ლურჯ-ბროწეულისფრები" ოლმოს ხელში ჩაგდებას გასული სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ცდილობდნენ. "ლაიფციგს" "ბარსამ" 58 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

შეგახსენებთ, ოლმო "ბარსელონას" აღზრდილია. მან კლუბი 2014 წელს დატოვა და ზაგრების "დინამოს" შეუერთდა. 2020 წლის იანვარში "ლაიფციგმა" მასში 22 მილიონი ევრო გადაიხადა.