ავტორიზაცია

მილანი არსენალიდან ბერნდ ლენოს უფასოდ დამატებას გეგმავს

მილანი არსენალიდან ბერნდ ლენოს უფასოდ დამატებას გეგმავს
თარიღი 06 სექ 2021, 13:10

"არსენალის" გოლკიპერმა, ბერნდ ლენომ კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს, იტყობინება Tuttosport.

გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე 29 წლის გერმანელის თავისუფალი აგენტის სტატუსით ხელში ჩაგდებას "მილანი" გეგმავს.

მიმდინარე სეზონში ლენომ პრემიერ ლიგაში 3 მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო და 9 გოლი გაუშვა.

"მეთოფეთა" კარის დარაჯს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.