ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ტრიპიერის ხელში ჩაგდებას ზამთარში ეცდება

მანჩესტერ იუნაიტედი ტრიპიერის ხელში ჩაგდებას ზამთარში ეცდება
თარიღი 06 სექ 2021, 13:14

"ატლეტიკოს" მცველი, კირან ტრიპიერი შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს, წერს Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ინგლისელით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება, რომელსაც ფეხბურთელის ხელში ჩაგდება გასულ ზაფხულსაც უნდოდა.

ახლა კი, როგორც აღინიშნება, "ეშმაკუნები" ტრიპიერის გადაბირებას ზამთარში ეცდებიან.

გასულ სეზონში გამოცდილმა მცველმა "ატლეტიკოს" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.