ავტორიზაცია

ვესტ ჰემი იმ ფეხბურთელის მოშორებას გეგმავს, რომელსაც გუნდში წლებია არ უთამაშია

ვესტ ჰემი იმ ფეხბურთელის მოშორებას გეგმავს, რომელსაც გუნდში წლებია არ უთამაშია
თარიღი 06 სექ 2021, 13:19

"ვესტ ჰემი" მცველ უინსტონ რიდთან კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს, წერს Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, "ჩაქუჩები" 33 წლის ახალზელანდიელთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც კვირაში ხელფასის სახით 70 ათას ფუნტს გამოიმუშავებს, ხელმძღვანელობას კი სახელფასო ხარჯების შემცირება უნდა.

რიდი "ვესტ ჰემში" 2020 წლის აგვისტოდან ასპარეზობს. 2020/21 წლების სეზონის მეორე ნახევარში მან იჯარით "ბრენტფორდში" იასპარეზა, სადაც 11 მატჩი ჩაატარა. ახალზელანდიელს ლონდონელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.

რიდი "ვესტ ჰემის" მაისურით უკანასკნელად მინდორზე 2017/18 წლების სეზონში მოგვევლინა.