რაფინია ალკანტარა ფენერბაჰჩეში არ გადავა და პსჟ-ში რჩება
"პსჟ"-ს ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა გუნდის დატოვებას არ აპირებს, იტყობინება ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ბრაზილიელით "ფენერბაჰჩე" ინტერესდება, თუმცა თავად ფეხბურთელს პარიზულ კლუბში დარჩენა უნდა.
გასულ სეზონში რაფინიამ "პარი სენ ჟერმენის" მაისურით 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.