ავტორიზაცია

ონანამ აიაქსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა

ონანამ აიაქსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა
თარიღი 06 სექ 2021, 13:31

"აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა დაადასტურა, რომ კლუბი გოლკიპერ ანდრე ონანას ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა.

25 წლის კამერუნელი მომდევნო ზაფხულისთვის ამსტერდამელთა რიგების დატოვებას გეგმავს, იტყობინება De Telegraaf.

ოვერმარსის განცხადებით, "აიაქსს" ფეხბურთელის თაობაზე "ლიონის" შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ თავად მეკარემ არ ისურვა ფრანგულ კლუბში გადასვლა.

ონანა ამსტერდამული კლუბის ღირსებას 2015 წლის იანვრიდან იცავს. ამჟამად მეკარე ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო დისკვალიფიკაციას იხდის, რომელიც 2021 წლის 4 ნოემბერს სრულდება.