ბარსელონას პედრისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველ პედრისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა, იტყობინება Mundo Deportivo.
მოქმედი ხელშეკრულება თანამშრომლობის ავტომატურად კიდევ ორი სეზონით გაგრძელებას ითვალისწინებს, მაგრამ "ბარსას" სურს 18 წლის ესპანელს 5-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს, რათა დაუმტკიცოს, თუ რამდენად სჯერა მისი.
ბოლო კალენდარულ წელში პედრიმ ყველა ტურნირზე ერთად 73 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.