რეინა: "თუ შევთანხმდებით, ლაციოში კიდევ ერთი სეზონი დავრჩები"
"ლაციოს" გოლკიპერი, პეპე რეინა რომაულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
"კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე მაკავშირებს. თუ შევთანხმდებით, კიდევ ერთი სეზონი დავრჩები. ჩემი ოჯახი რომში ბედნიერია", - განუცხადა 39 წლის ესპანელმა Calciomercato-ს.
რეინამ "არწივების" რიგები გასული წლის სექტემბერში შეავსო.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გამოცდილმა მეკარემ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაუშვა.