კლუბი, რომელიც ზაფხულში რეალიდან სებალოსის გადაბირებას ცდილობდა
"რეალის" ნახევარმცველი, დანი სებალოსი "ბეტისის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული, წერს Marca.
გასულ ზაფხულს სევილიური კლუბი 25 წლის ესპანელის გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ მადრიდელებმა არ გაუშვეს.
ზამთარში "ბეტისი" კვლავ ეცდება სებალოსის დაბრუნებას.
შეგახსენებთ, "რეალის" ნახევარმცველი სწორედ ანდალუსიელთა აღზრდილია, გუნდი მან 2017 წლის ზაფხულში დატოვა.