მხოლოდ 190 ზუსტი გადაცემა - რა სტატისტიკა ჰქონდა საქართველოს ესპანეთის წინააღდეგ?
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ესპანეთმა საქართველოს ნაკრები 4-0 გაანადგურა.
აღნიშნულ მატჩში საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. ვილი სანიოლის ფეხბურთელებმა "ფურია როხას" წინააღდეგ მხოლოდ 266 გადაცემა გააკეთეს, რომლითანაც 71%, 190 იყო ზუსტი. რაც შეეხება ესპანელებს, მათი გადაცემების 92% იყო ზუსტი.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარისკენ 5-ჯერ გაიხედა, აქედან კი კარის ჩარჩოში მხოლოდ 2 წავიდა.
ვილი სანიოლის შეგირდები მომდევნო მატჩს 8 სექტემბერს, ამხანაგური თამაშის სტატუსით ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავენ.]