ავტორიზაცია

მანჩესტერი რაისის შეძენას გეგმავს, თუმცა ვესტ ჰემი კოლოსალურ თანხას ითხოვს — ESPN

მანჩესტერი რაისის შეძენას გეგმავს, თუმცა ვესტ ჰემი კოლოსალურ თანხას ითხოვს — ESPN
თარიღი 06 სექ 2021, 22:47

"ვესტ ჰემის" ნახევარმცველმა, დეკლან რაისმა მომავალ ზაფხულს შესაძლოა კლუბი დატოვოს.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN იტყობინება, 22 წლის ინგლისელი ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება.

აღინიშნება, რომ "ჩაქუჩები" თავიანთ ლიდერს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წელს ეწურება, არანაკლებ 80 მილიონ ფუნტად აფასებენ.

რაისი "ვესტ ჰემის" აღზრდილია. ლონდონური კლუბის შემადგენლობაში იგი 2017 წლიდან ირიცხება და გუნდის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ფიგურაა.

გასულ სეზონში ახალგაზრდა შუახაზელმა პრემიერ ლიგაში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.