ავტორიზაცია

"გაცილებით ადვილია იყო ათიანი აიაქსში, ვიდრე ინგლისში ან ესპანეთში", - ვან ბასტენი ვან დე ბეეკის შესახებ

"გაცილებით ადვილია იყო ათიანი აიაქსში, ვიდრე ინგლისში ან ესპანეთში", - ვან ბასტენი ვან დე ბეეკის შესახებ
თარიღი 06 სექ 2021, 23:18

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მარკო ვან ბასტენმა "მანჩესტერ იუნაიტედში" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკის პერსპექტივები შეაფასა.

"ემიუში" გადასვლა ყველაზე კომპეტენტური გადაწყვეტილება არ ყოფილა. ამბობ, რომ "რეალთან" აწარმოებ მოლაპარაკებებს, "ემიუში" გადადიხარ - ზედმეტად მაღალი ფსონია".

"ვან დე ბეკი ამდენად კარგი არ არის. გაცილებით ადვილია იყო "ათიანი" "აიაქსში", ვიდრე ინგლისში ან ესპანეთში".

"ჰოლანდიაში უფრო გეხმარებიან, მეტ შანსს გაძლევენ, მაგრამ საზღვარგარეთ ასე არ ხდება", - ციტირებს ვან ბასტენის სიტყვებს Manchester Evening News.

შეგახსენებთ, 24 წლის ფეხბურთელი "ეშმაკუნებს" 2020 წლის სექტემბერში "აიაქსიდან" 39 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.