ავტორიზაცია

ინტერს ბაიერნის ნახევარმცველის უფასოდ წაყვანა სურს

ინტერს ბაიერნის ნახევარმცველის უფასოდ წაყვანა სურს
თარიღი 07 სექ 2021, 10:31

გერმანული „ბაიერნის“ ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო შესაძლოა იტალიის სერია ა-ში გადაბარგდეს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელზე პრეტენზიას მილანის „ინტერი“ აცხადებს, რომელსაც ნახევარმცველის დამატება მომავალ ზაფხულს, უფასოდ სურს, როცა „ბაიერნთან“ კონტრაქტი ამოეწურება.

გასულ სეზონში ტოლისომ „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

აგვისტოში იწერებოდა, რომ ახალ კონტრაქტზე შეუთანხმებლობის გამო ფეხბურთელი შესაძლოა ბუნდესლიგიდან აბარგებულიყო. მის მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“, „მან.იუნაიტედი“, „არსენალი“ და „ვესტ ჰემი“ იჩენდნენ.

გერმანული კლუბი მზად იყო, ტოლისო 10 მილიონ ევროდ გაეყიდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ფრანგი მინიმუმ ზამთრამდე „ბაიერნში“ დარჩა, სადაც კონკურენციაში მარცხდება.