ავტორიზაცია

ლივერპულის ინტერესებში ვალენსიას ერთ-ერთი ლიდერი მოხვდა

ლივერპულის ინტერესებში ვალენსიას ერთ-ერთი ლიდერი მოხვდა
თარიღი 07 სექ 2021, 10:38

ესპანეთის ნაკრების და „ვალენსიას“ ცენტრალური ნახევარმცველი კარლოს სოლერი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

Fichajes-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „ლივერპული“ იჩენს. მერსისაიდულ გუნდს მისი დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს, თუმცა „ტოტენჰემის“ კონკურენციის გაძლება მოუწევს.

წყარო წერს, რომ სოლერის „ვალენსიადან“ გამოსყიდვის თანხა 145 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ბუნებრივია, ამხელა ფულის გადახდას არავინ აპირებს და „ღამურებთან“ მოლაპარაკებების წამოწყებას ამჯობინებენ.

კარლოს სოლერი „ვალენსიას“ აღზრდილია, ამ გუნდის მაისურით მან 188 მატჩში 26 გოლი და 26 საგოლე გადაცემა მიითვალა. 

სოლერს ესპანეთის ნაკრებში დებიუტი 2 სექტემბერს შვედეთთან მატჩში ჰქონდა, როცა მან თავი გატანილი გოლით გამოიჩინა, შემდეგ 5 სექტემბერს მან საქართველოსაც გაუტანა, როცა ჩვენი ნაკრები „ფურია როხასთან“ 0:4 დამარცხდა.