ავტორიზაცია

რონალდო: "პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს? რეალის გალაქტიკოსში ხუთი წელი ვითამაშე, მაგრამ ის არასდროს მომიგია"

რონალდო: "პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს? რეალის გალაქტიკოსში ხუთი წელი ვითამაშე, მაგრამ ის არასდროს მომიგია"
თარიღი 07 სექ 2021, 20:56

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რონალდო ნაზარიომ DAZN-თან ინტერვიუში „პსჟ-ს“ პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. მეტნაკლებად სურათის დანახვა მეოთხედფინალური ეტაპის შემდეგ შეიძლება ხოლმე. „პსჟ“ ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა ერთია რას იტყვი და მეორე, როგორ ითამაშებ.

მოედანზე გადამწყვეტ როლს უამრავი ფაქტორი ასრულებს. „რეალის“ გალაქტიკოსში თითქმის ხუთი წელი ვითამაშე და ჩემპიონთა ლიგა არასდროს მომიგია. გამარჯვება მათემატიკური არასდროს არ არის, თუნდაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გყავდეს, იგივეს თქმა შემიძლია „პსჟ-ზეც“.

„მგავს თუ არა მბაპე? დიახ, მას მსგავსი მახასიათებლები აქვს. მას გამორჩეული ტექნიკა აქვს, რომელსაც უმაღლეს სისწრაფეზე იყენებს. 

კილიანი მცველებს ადვილად იყოვებს, მეკარეებსაც ადვილად უსწორდება და მიუხედავად მისი მცირე წლოვანებისა, მან უკვე ძალიან ბევრი რამ გამოიარა. მბაპე ძალიან მომწონს.“ - ციტირებს რონალდოს სიტყვებს Marca.